geo_flag eng_flag rus_flag

აპოკალიფსის ზუსტი დრო უკვე წამებშია ცნობილი
- +

5 ივლისი. 2016. 16:23



აპოკალიფსის ზუსტი დრო უკვე წამებშია ცნობილი. ეს  არის 2029 წლის 13 აპრილი, პარასკევი, გრინვიჩის დროით დილის  4 საათი და 36 წუთი - აცხადებს მოსკოვის ასტრონომიის სახელმწიფო ინსტიტუტის ლაბორატორიის უფროსი.


65 ათასი ატომური ბომბის ენერგიის მქონე ასტეროიდი ‘'აპოფიზი", რომლის მასაც 50 მილიონი ტონაა, დიამეტრი კი 320 მეტრი, მთვარის ორბიტას გადაკვეთს და დედამიწისკენ გამოემართება - საათში 45 ათასი კილომეტრი სიჩქარით.


‘'ეს ძალიან საშიშია დედამიწისთვის, რადგან თუ ასტეროიდი მის ზედაპირზე დაეცემა, ხოლო დაცემისას ის წამში 16 კილომეტრი სიჩქარით იმოძრავებს, მაშინ, მხოლოდ დაცემისას გამოყოფილი ენერგია იქნება ათასი ატომური ბომბის ტოლფასი. ატმოსფეროში მტვრის უდიდესი ნაკადი გავრცელდება" - ამტკიცებს მოსკოვის ასტრონომიის სახელმწიფო ინსტიტუტის ლაბორატორიის უფროსი მიხაილ პროხოოვი.

 


ახლა მეცნიერები ეძებენ გზას, როგორ აიცილონ ეს ყველაფერი თავიდან. მთავარია, ორბიტა შეცვალონ.


ისინი ამბობენ, რომ ‘'აპოფიზიზე" უნდა დაამონტაჟონ სარაკეტო ძრავი, მეორენო მასთან კოსმოსური ხომალდის შეჯახებასა და მიმართულების შეცვლაში ხედავენ გამოსავალს, მესამენი კი აფეთქებაში. მაგრამ კატასტროფის დარგში მომუშავე მეცნიერები ამბობენ, რომ აზრი არაფერს აქვს.

ასტეროიდს უამრავი ნაცნობი და უცნობი უბედურების მოტანა შეუძლია. მისი დაცემა ივარაუდება რუსეთის, ცენტრალური ამერიკისა და ატლანტიკის ზოლში: ასობით ქალაქი განადგურდება, მაგრამ მაშინაც, თუკი ის ოკეანეში ჩავარდება, წარმოიქმნება სიღრმით 3 და დიამეტრით 8 კილომეტრიანი ტალღა, რომლისგანაც ყველა მხარეს ცუნამი წარმოიქმნება.

ამასთან, არსებობს დამამშვიდებელი პროგნოზიც. მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კოსმოსური ქვა დედამიწისგან 30 ათასი კილომეტრის მოშორებით ჩაივლის, მაგრამ შემდეგი შეხვედრები მასთან მაინც არ აგვცდება.

მაიას ტომების წინასწარმეტყველების საფუძველზე კი სამყაროს დასასრულს რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე წლის 21 დეკემბერს ელიან. მიუხედავად იმისა, რომ ნასა ყველაფერს აკეთებს აპოკალიფსის შიშით შეპყრობილი ადამიანების ცრურწმენებისგან გასათავისუფლებლად. საერთაშორისო კოსმოსურმა სააგენტომ სპეციალური ვიდეორგოლიც დაამზადა, რომლითაც ამ ცრურწმენების გაფანტვას ცდილობს. ნასას მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 22 დეკემბერი აუცილებლად დადგება და დედამიწას განადგურება არ ემუქრება.


 

არქივი