geo_flag eng_flag rus_flag

როგორ სჯიდნენ მოღალატე ცოლებს ძველად
- +

4 ივლისი. 2016. 14:06



ძველი დანიელები ღალატში შემჩნეულ ცოლს სიკვდილით სჯიდნენ, ეს მაშინ, როცა მკვლელობისთვის უბრალო ჯარიმის გადახდაც საკმარისი გახლდათ.


მონღოლები მოღალატეს შუაზე ჩეხდნენ.


ტონკინის  სამეფოში ქალს სპილოს ათელინებდნენ.


სიამში შედარებით „ლმობიერი" წესები ჰქონდათ, მართალია, სპილო აქაც ფიგურირებდა, ოღონდ სულ სხვა სახით. ქალს სპეციალურ მოწყობილობაში ათავსებდნენ, რომელიც ძალიან ჰგავდა... დედალ სპილოს.


ძველი ბრიტანელები დამნაშავეს ამათრახებდნენ, სანამ სულს არ დალევდა.


აფრიკაში არის პატარა სამეფო ლუანგო, სადაც მოღალატე ცოლს და მის საყვარელს ყველაზე მაღალი კლდიდან აგდებდნენ.


გალები ტალახში ამოსვრიდნენ და შემდეგ ქუჩებში დაათრევდნენ.


ძველ გოთებში ქმარს უფლება ჰქონდა მოღალატე ცოლი მოეკლა.


მაიამის ტომის ველურები მოღალატე ქალს ცხვირს აჭრიდნენ, აბისინიელები კი მარტივად ნაკუწ-ნაკუწად გლეჯდნენ.


კანადელი აბორიგენები სკალპს აცლიდნენ, რათა ყველას სცოდნოდა რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი.


აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ცოდვილებს ბაზარში ჰყიდდნენ.


დიარბექირში მოღალატე ქალის დასჯაში მთელი ოჯახი მონაწილეობდა და ყველა სათითაოდ ურჭობდა ხანჯალს.


საბერძნეთის ზოგიერთ პროვინციაში, სადაც სპარტის სამეფოსგან განსხვავებით ადიულტერი დაშვებული არ იყო, მოღალატის მოკვლა ნებისმიერს შეეძლო.


ფრანგების მიერ ამერიკის კონტინენტზე აღმოჩენილ გუაქს-ტოლიას ველურებს მოღალატე ბელადთან მიყავდათ, ნაკუწებად ჭრიდნენ და შემდეგ ყველა ერთად შეექცეოდა.


ჰოტენტოტები მამის, დედის, შვილის მოკვლაზე მაინცდამაინც არ გიჟდებოდნენ, აი ცოლ-ქმრულ ღალატზე ჭკუიდან გადადიოდნენ და ცოდვილ ქალს სიკვდილით სჯიდნენ, მტკიცებულებად კი პატარა ბავშვის ნათქვამიც კი კმაროდა.


 

არქივი