geo_flag eng_flag rus_flag

რაღა მაინც და მაინც სერენა უილიამსი?!
- +

4 ივლისი. 2016. 10:42



ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა დააკავა ქურდი, რომელმაც ტელეფონი მოპარა. ამბავს თავად სპორტსმენი Instagram-ში ჰყვება.


„გუშინ, ვახშმობისას, საეჭვო პირი შევამჩნიე შორიახლოს. ვერაფრით მოვიცილე უსიამოვნო გრძნობა და ყურადღებით ვაკვირდებოდი. თუმცა, საკმარისი იყო წამით მოვბრუნებულიყავი, რომ სტაცა ხელი ჩემს ტელეფონს და გაიქცა. ჩემმა რეაქციამ არ დააყოვნა, გადავახტი სკამებს და გამოვეკიდე. გარბოდა როგორც შეეძლო, მაგრამ მე უფრო სწრაფი აღმოვჩნდი, დავეწიე, წავაქციე და ზევიდან მოვექეცი. ენა ებმოდა, რადგან არაფრით ელოდა იმას, რაც მოხდა. საბოლოოდ მან საჭირო სიტყვები მოძებნა. ავიღე ჩემი ტელეფონი, მადლობა გადავუხადე და გავუშვი. მე დავამტკიცე, რომ მამაკაც ხულიგნებთან გამკლავებაც შემიძლია, ეს ქალური ტრიუმფი იყო".


Коммерсант FM-ის წამყვანი ალექსეი კორნეევი ამ თემაზე ესაუბრება ანდრეი ბილჟოს - მხატვარს, მწერალს და რესტორატორს, განათლებით ფსიქოლოგს.


ანდრეი ბილჟო: - წარმოიდგინეთ,  ოლიმპიური და დიდი სლემის მრავალგზის ჩემპიონი, წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი, დიდი და მძლავრი სერენა უილიამსი, რომელიც ჩინურ რესტორანში თავისთვის მშვიდად ვახშმობს, მაგიდაზე კი ძვირფასი ტელეფონი უდევს. ამ დროს ამჩნევს საეჭვო პიროვნებას, რომელმაც დრო იხელთა და მობილურს ხელი სტაცა, რადგან ძალიან უნდოდა ეს ტელეფონი, მაგრამ რატომღაც ყურადღება არ მიაქცია, რომ მისი მფლობელი სერენა უილიამსი იყო. თუნდაც სახეზე არ სცნობოდა, უნდა შეემჩნია ეს ათლეტური აღნაგობის ქალი, კუნთების გროვა;

 

რაც ამის შემდეგ მოხდა, უკვე კინოა. სერენა მიფრინავს მაგიდებსა და სკამებს შორის, აქცევს ქურდს და მთელი სხეულით ზედ აჯდება. საცოდავი კაცი, ან იქნებ ბედნიერი, არ ვიცი. ენა ებმოდაო წერს სერენა, რადგან ვითარების ასეთ შემობრუნებას არ ელოდაო. და ვის ეგონა ან ვინ ელოდა? ქურდი, უბრალოდ, გარბოდა, მისი მიმართულებით კი მიფრინავდა ყუმბარა, ნაღმი, რაკეტა - ან რაღაც ამის მსგავსი".


 

არქივი