geo_flag eng_flag rus_flag

ყველაზე ძლიერი ბირთვული ბომბის აფეთქება
- +

28 ივნისი. 2016. 12:49



1961 წელს მოხდა წყალბადის ყველაზე ძლიერი ბომბის აფეთქება. დილას 30 ოქტომბერს 11 საათსა და 32 წუთზე ახალი მიწის თავზე 4000 მეტრ სიმაღლეზე აფეთქდა 50 მილიონი ტ. ტროტილის ძალის მქონე წყალბადის ბომბი.


საბჭოთა კავშირმა გამოსცადა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერი თერმობირთვული მექანიზმი. თანაც „ნახევარ" ვარიანტში, რადგან ასეთი ბომბის მაქსიმალური სიმძლავრე შეადგენს 100 მეგატონას. აფეთქების ენერგია 10-ჯერ მეტი იყო, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს ყველა ქვეყნის მიერ გამოყენებული ყველა ასაფეთქებელი მოწყობილობის ერთად აღებულის, ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ჩამოგდებული ატომური ბომბების ჩათვლით.


აფეთქების შედეგად დამრტყმელმა ტალღამ სამჯერ შემოუარა დედამიწას, პირველად - 36 საათსა და 27 წუთში.


გაელვება ისეთი კაშკაშა იყო, რომ, მიუხედავად მოღრუბლულობისა, ის ჩანდა 200 კილომეტრის მოშორებით მყოფი სამეთაურო პუნქტიდან. სოკოსებრი ღრუბელი აღიმართა 67 კილომეტრ სიმაღლეზე. აფეთქების მომენტისთვის, სანამ ბომბი დიდი პარაშუტით დაეშვებოდა 10500 მეტრიდან ასაფეთქებელ წერტილამდე, გადამზიდი თვითმფრინავი ტუ-95 ეკიპაჟითა და მეთაური მაიორ ანდრეი იგორევიჩ დურნოვცემთან ერთად უკვე იყვნენ უსაფრთხო ზონაში. მეთაური ბრუნდებოდა თავის აეროდრომზე ვიცე-პოლკოვნიკად, საბჭოთა კავშირის გმირად. მიტოვებულ დასახლებაში - 400 კმ მოშორებით მყოფ ეპიცენტრიდან - იქნა დანგრეული ხის სახლები, აგურის სახლებმა კი სახურავები, ფანჯრები და კარებები დაკარგეს. ასობით კილომეტრის რადიუსზე 1 საათით დაშვდა ან საერთოდ შეწყდა რადიოკავშირი.


დასავლეთში ბომბს შეარქვეს „მეფე-ბომბი". მისი აფეთქების რეზულტატები განგაცვიფრებთ:

  • ბირთვულმა „სოკომ" 64 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია. მისი დიამეტრი 40 კოლომეტრს შეადგენდა.
  • აფეთქების ცეცხლოვანმა ბურთმა მიაღწია დედამიწამდე და თითქმის მიაღწია ჩამოგდების წერტილს, ანუ ამ ბურთის რადიუსი დაახლოებით 4.5 კილომეტრი იყო.
  • გამოსხივებამ ხალხს მიაყენა მესამე დონის დამწვრობა ას კილომეტრ მანძილზე.
  • გამოსხივების გამოყოფის პიკში, აფეთქებამ მიაღწია მზის ენერგიის 1%-ს.
  • დამრტყმელმა ტალღამ სამჯერ შემოუარა დედამიწას.
  • ატმოსფეროს იონიზაცია გახდა რადიოკავშირის შეწყვეტის მიზეზი ასეულობით კილომეტრზე.
  • თვითმხილველებმა შეიგრძნეს დარტყმა და შეძლეს აფეთქების აღწერა ათასობით კილომეტრის მანძილზე ეპიცენტრიდან. დამრტყმელი ტალღა ინარჩუნებდა მეტ-ნაკლებად გამანადგურებელ ძალას ათასობით კილომეტრზე ეპიცენტრიდან.
  • აკუსტიკური ტალღა მივიდა კუნძულ დიკსონამდე, სადაც ტალღამ ჩაამსხვრია ფანჯრები.


 

არქივი