geo_flag eng_flag rus_flag

გთავაზობთ ქვეყნებს სადაც ზოგიერთი დემოგრაფიული მახასიათებლებიდან გამომდინარე ძალიან ლამაზია ზოგი ტურისტული განსაკუთრებულობით გამოირჩევა...(ფოტოკოლაჟი)
- +

28 ივნისი. 2016. 12:38

 

 

ქვეყანა 3 მილიონი ტბით - კანადა

 

 

კანადაში მთელი მსოფლიოს ტბების 60%-ია თავმოყრილი. ისინი აქ იმხელა რაოდენობითაა წარმოდგენილი, რომ ზუსტი რიცხვის თქმა შეუძლებელია. ზოგიერთ რეგიონში ყოველ 100 კვ.კმ.-ზე 30 ტბა მოდის.


ქვეყანა, სადაც 17 500-ზე მეტი კუნძულია - ინდონეზია

 

 

ინდონეზია შედგება 17 500-ზე მეტი კუნძულისგან, რომელთა სანაპირო ზოლის საერთო სიგრძეა 81 350 კმ. დაახლოებით 6000 კუნძული დასახლებულია. ყველაზე დიდი კუნძულებია: იავა, სუმატრა, ბორნეო, სულავესი, ბალი, ლომბოკი და ფლორესი. ინდონეზია შეიცავს მთელი მსოფლიოს მარჯნის რიფების 10-15%-ს.


უდაბნოების ქვეყანა - ლიბია

 

 

ლიბია არის ქვეყანა უდაბნოს უდიდესი პროცენტით (99%). ლიბიის უდაბნო, რომელიც ქვეყნის უდიდეს ნაწილს ფარავს, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილია. ზოგიერთ ადგილას შეიძლება ათწლეულები გავიდეს წვიმის გარეშე. მაღალმთიან რეგიონებშიც კი წვიმა იშვიათობაა, 5-10 წელიწადში ერთხელ.


ქვეყანა მოსახლეობის ყველაზე დაბალი სიმჭიდროვით - მონღოლეთი

 

 

მოსახლეობის ყველაზე დაბალი სიმჭიდროვის ქვეყანა მონღოლეთია, სადაც სიმჭიდროვე 1 კვადრატულ მილზე 4,4 ადამიანია (1,7 ადამიანი 1კვ.კმ-ზე). მონღოლეთში 2,5 მილიონი ადამიანი მიწის 600 000 კვადრატულ მილს იკავებს (დაახლოებით 1 560 000 კვ.კმ.).


მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქებში ცხოვრობს, რადგანაც მონღოლეთის უდაბნოებში საძოვრების გაშენება გაძნელებულია, ძირითადად გვალვის და ქვიშის ქარიშხლების გამო. ქვეყნის ზოგიერთი ნაწილი ისეთივე უდაბნოა, როგორიც ჩინგისხანის დროს იყო.


ქვეყანა ჯუნგლებით - სურინამი

 

 

ტყეების ფართობი 14,8 მლნ. ჰექტარს შეადგენს (57 000 კვ. მილი), რაც სურინამის საერთო ფართობის 91%-ია (16,3 მლნ. ჰექტარი, ან 63 000 კვ. მილი). სურინამის ფართო ტყეების და მოსახლეობის მცირე რაოდენობის გამო (დაახლოებით 400 ათასი დედაქალაქში და მიმდებარე ქალაქებში), აქ ტყეების გაჩეხვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობს ტროპიკულ ტყეებში. რომლებიც არიან ადგილობრივები და ნეგროიდების 6 ტომი - გაქცეული მონების შთამომავლები, რომლებმაც შექმნეს ტყის თემები რამდენიმე საუკუნის წინ და დღეს ინარჩუნებენ თავიანთ ტრადიციულ დასავლეთაფრიკულ სტილს.


ქვეყანა ზღვის დონის ქვემოთ - ნიდერლანდები

 

 

ნიდერლანდების ტერიტორიის ნახევარი ზღვის დონის ქვემოთაა. ზღვის დონის ქვემოთ მოსახლეობის 60%-ზე მეტი ცხოვრობს, რაც 15,8 მილიონ ადამიანს შეადგენს. ქვეყნის ჩრდილოეთით რელიეფი მაღლდება 30მეტრით და მეტით.


ყველაზე არამონახულებადი ქვეყანა - ტუვალუ

 

 

ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა. ტუვალუ ავსტრალიასა და ჰავაის კუნძულებს შორიდ მდებარეობს და პროგნოზის თანახმად, იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც წყალქვეშ გაუჩინარდება, როდესაც გლობალური დათბობის შედეგად წყლის დონე აიწევს.


გარდა ამისა, ტუვალუმდე მიღწევა არც ისე ადვილია და ფიჯიდან რეისები ძალიან ძვირია. საერთო ჯამში ტუვალუს 1100 ტურისტი სტუმრობს ყოველწლიურად.



 

წყარო : wyaro
არქივი