geo_flag eng_flag rus_flag

ციფრული და ქაღალდის ,,ბლოკნოტების" სინთეზი
- +

27 ივნისი. 2016. 15:09


იტალიურმა კომპანია „მოლესკინმა", რომელიც მსოფლიოში თავისი მაღალი ხარისხის საკანცელარიო პროდუქციითაა ცნობილი, გადაწყვიტა ელექტრონული ბლოკნოტების გამოშვება.


„მოლესკინის" სპეციალისტებმა დროულად შეამჩნიეს, თუ როგორ ცვლის ქაღალდს, ციფრული ტექნოლოგია და გადაწყვიტეს ისეთი ბლოკნოტის შექმნა, რომელშიც გაკეთებული რაიმე ჩანაწერი ან ჩანახატი ციფრულად აისახება.


„Smart Writing Set" " მოიცავს „ჭკვიან" კალამ „Neo Pen+ს ( რომელსაც ჩამაგრებული აქვს ვიდეოკამერა), სპეციალურ ბლოკნოტს მომრგვალებული ბოლოებით და ასევე მობილურ პროგრამას IOS-ისთვის.


ბლოკნოტის გვერდებზე დატანებულია პატარა ხვრელები რისი მეშვეობითაც „ჭკვიან" კალამს შეეძლება ზუსტად განსაზღვროს ბლოკნოტის რა ნაწილშია ნაწერი განთავსებული. ყველა ხაზი და ყველა შტრიხი კალმის მახსოვრობაში აღიბეჭდება და შემდეგ ბლოკნოტის კუთხეში არსებული „კონვერტის" ღილაკზე დაწოლისას გაიგზავნება მობილურში ან კომპიუტერში. კალამს შეუძლია 1000-მდე გვერდის შენახვა.


 

 

არქივი