geo_flag eng_flag rus_flag

ქუჩის ხელოვნება
- +

25 ივნისი. 2016. 18:23


ქუჩის ხელოვნებას აქვს მრავალი ქარიზმატული მხარე, რომელიც მას ძალზე მნიშვნელოვანს ხდის, როგორც კულტურულ, სოციალურ ფენომენს.


სტრიტ-არტი არ არის გათვლილი კონკრეტული მნახველისთვის, მის სანახავად თქვენ არ გჭირდებათ დრესკოდი, ბილეთი ან სახელდახელოდ გამოგზავნილი მოსაწვევი, ის ეკუთვნის სოციუმს, ანუ დგას იქ, სადაც ხელოვნება ყოველდღიურად უნდა იდგეს.


ხელოვნება საზოგადოებრივი ყოფის ნაწილია და თანამედროვე ხელოვანის მიზანია, ხალხს ეს დაანახოს. დღევანდელი არტისთვის მთავარია შედგეს კომუნიკაცია შემოქმედებასა და საზოგადოებას შორის.


თანამედროვე ხელოვანის მოვალეობაა დაანახოს არტი საზოგადოებას როგორც ყოველდღიური მომხმარების საგნებში, ასევე შექმნას არტქმნილებები, რომლებიც, გარკვეული თვალსაზრისით, თვითონ განაგრძობენ არსებობას, იქნებიან ინტერაქციულები და გამონახავენ სოციუმთან საკომუნიკაციო ენას.


სტრიტ არტი, როგორც ინტერნეტი და ჰიპერტექსტი, სწორედ რომ არის სალაპარაკო ენა. გათვლილია ეპატაჟზე და სკანდალზე სოციალურ თუ პოლიტიკურ სფეროებში.


 

არქივი