geo_flag eng_flag rus_flag

ვირჯინია ვულფის წერილი ქმარს - ვეჭვობ, ისევ ვგიჟდები...
- +

24 ივნისი. 2016. 21:25


 

ვირჯინია ვულფი ინგლისელი მწერალი გახლავთ. იგი აღიარებულია XX საუკუნის მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთ მოწინავე ფიგურად. იგი დაიბადა 1882 წლის 25 იანვარს ინგლისში, ლონდონში. 1895 წელს დედის გარდაცვალებამ ცამეტი წლის გოგონა ნერვულ კრიზისამდე მიიყვანა. მას შემდეგ ვირჯინია მამასთან იზრდებოდა სახლში, მას უნივერსიტეტში არასდროს უსწავლია.

მისთვის კიდევ ერთ ტრავმად 1906 წელს ძმის, ტობის გარდაცვალება იქცა. მისი ცხოვრება არ იყო ია-ვარდით მოფენილი. არაერთი სტრესი გადაუტანია ცხოვრების მანძილზე და ხანდახან თვითმკვლელობის სურვილამდეც კი მისულა. იგი ღრმა დეპრესიაში იყო და მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. ვირჯინია ვულფმა 1941 წლის 28 მარტს მდინარე ოუსსში დაიხრჩო თავი. მან ქმარს, ლეონარდოს სიკვდილის წინ წერილი დაუწერა:

 

ძვირფასო, ვეჭვობ, ისევ ვგიჟდები. მე ისევე ვარ ამაში დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ ამ კოშმარების განმეორებას ვეღარ გადავიტანთ. მე ვიცი, რომ ვეღარასოდეს მოვალ გონზე. მე მესმის ხმები და ვეღარ ვახდენ კონცეტრირებას. ასე რომ, მე ახლა გავაკეთებ იმას, რასაც ერთადერთ სწორ ნაბიჯად ვთვლი. შენ მე უდიდესი ბედნიერება მომანიჭე, რაც აღარ არსებობს. შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი, ყველაფერი ყველანაირი გაგებით. ალბათ, ჩვენ ყველაზე ბედნიერი წყვილი ვიყავით მსოფლიოში, სანამ ეს საშინელი დაავადება დამეწყებოდა. მე აღარ შემიძლია ბრძოლა. მე ვიცი, რომ ვაფუჭებ შენს ცხოვრებას, ჩემ გარეშე უკეთ შეძლებ მუშაობას. და შენ შეძლებ მუშაობას, ამაში დარწმუნებული ვარ. ხედავ, მე მარტივი წერილის დაწერაც აღარ შემიძლია. აღარ შემიძლია კითხვა. მინდოდა მეთქვა, რომ მხოლოდ შენთან თანაცხოვრებისას მქონდა საუკეთესო წლები. ბედნიერი ვიყავი შენთან ერთად ცხოვრებისას. შენ წარმოუდგენლად მომთმენი და გასაოცრად კეთილი იყავი. მე მინდოდა ეს მეთქვა, თუმცა ისედაც ყველამ კარგად იცის ყველაფერი. თუკი ვინმეს შეეძლო ჩემი გადარჩენა, ეს იყავი შენ. მე ყველაფრის მიმართ დამეკარგა რწმენა, გარდა შენი კეთილშობილებისა. მე აღარ მსურს გავაფუჭო შენი ცხოვრება.

ჩემი აზრით, ჩვენ ვიყავით ყველაზე ბედნიერი ადამიანები მთელ მსოფლიოში.

.ვ."


 

 

 

არქივი