geo_flag eng_flag rus_flag

საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრი 164-ე სეზონს ხურავს
- +

22 ივლისი. 2016. 17:56



 საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის 164-ე სეზონი ზაქარია ფალიაშვილის ოპერით "აბესალომ და ეთერი" დაიხურება.

წარმოდგენა 23 ივლისს, 19.00 საათზე გაიმართება.

 სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახალხო არტისტები - ელდარ გეწაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, ლიანა კალმახელიძე, ალექსანდრე ხომერიკი, ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები - ხათუნა ჭოხონელიძე, გია მახარაძე, ელენე ჯანჯალია, ტარიელ ჭიჭინაძე, მანანა იორდანიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი (სტაჟიორი), ოპერის თეატრის ორკესტრი და გუნდი.

დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი გიზო ჟორდანია, დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი.


 

არქივი