geo_flag eng_flag rus_flag

კიდევ ერთი გრანდიოზული გალა კონცერტი Check In Georgia-ს ფარგლებში
- +

22 ივლისი. 2016. 13:27



 პროექტ Check In Georgia -ს ფარგლებში  2 სექტემბერს "სამეფო ნაციონალური ბალეტისა"და ,,მილანის ბალეტის" გალა  კონცერტი  გაიმართება .

 დიდი საგასტროლო მოგზაურობის შემდეგ, მხოლოდ ერთი დღით,  ,,მილანის ბალეტი" ვერსაჩეს სახლის ექსკლუზიური კოსტუმებით ბათუმს ეწვევა და  „სამეფო ნაციონალურ ბალეტთან" ერთად,  ბათუმის კორტებზე უპრეცედენტო ერთობლივ  გალა კონცერტს გამართავს.

გალა კონცერტის პროგრამაში შესულია ქართული, იტალიური, ფრანგული და მსოფლიოს ხალხთა ცნობილი ქორეოგრაფიული დადგმები.

,,ასეთი ტიპის გალა კონცერტი უკვე გაიმართა იტალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, და ახლა მხოლოდ ერთი დღით იმართება ბათუმში. გალა კონცერტში შესულია მსოფლიო საცეკვაო ჰიტები როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმატებული საცეკვაო შოუებიდან", - აცხადებენ "სამეფო ნაციონალური ბალეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.


 

არქივი