geo_flag eng_flag rus_flag

ირინა გაბიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა
- +

19 ივლისი. 2016. 14:26


19 ივლისს ირინა გაბიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში სახელწოდებით - „გახსნილი სამყარო".


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ირინა გაბიანის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც მხატვარმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა.


ირინა გაბიანი არის ვიზუალური არტისტი, რომელიც ცხოვრობს და საქმიანობს ლუქსემბურგში. მუშაობს გრაფიკაში, ქმნის როგორც ორგანზომილებიან ნამუშევრებს, ასევე ინსტალაციებს, ქანდაკებას, ვიდეოარტს, პერფორმანსს და ფოტოს.


არტისტი ინტენსიურად მართავს გამოფენებს, ჩართულია საერთაშორისო ვიდეო არტფესტივალებში, არტფორუმებსა და პრესტიჟულ საერთაშორისო პროექტებში და  მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო.


გამოფენა "გახსნილი სამყარო" 2016 წლის 30 ივლისამდე გაგრძელდება.


 

არქივი