geo_flag eng_flag rus_flag

ბათუმში ფოლკლორული ანსამბლის "კვირიას" კონცერტი გაიმართა
- +

13 ივლისი. 2016. 14:39



 ბათუმში ფოლკლორული ანსამბლის "კვირიას" კონცერტი გაიმართა  „ფოლკლორის დღეების" ფარგლებში, ბულვარში, კოლონადებთან მაყურებლის წინაშე სვანური ფოლკლორული ანსამბლი "კვირია" წარსდგა.

ექვსი წლის წინ შექმნილი ანსამბლის ძირითად რეპერტუარში სვანური ხალხური სიმღერებია. "კვირიას" მიერ გამართულ საღამოს, ადგილობრივებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენ. კონცერტი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

მთელი ზაფხულის განმავლობაში, ზღვისპირა ქალაქში ხალხური მუსიკისა და ცეკვის კონცერტები ყოველდღიურად იმართება. მასში მონაწილეობენ სახელმწიფო, მუნიციპალური და თბილისის ანსამბლები, რომლებიც ქართულ ხალხურ შემოქმედებას ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს 70 დღის განმავლობაში გააცნობენ. „ფოლკლორის დღეები" ბათუმში 10 სექტემბერს დასრულდება.

„უნიკალური ქართული ფოლკლორი უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს",- მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს.

„ფოლკლორის დღეები" "ჰიტ ბათუმი 2016"-ის პროექტია, რომელიც წელს Check In Georgia-ს ფარგლებში 6 ივნისიდან ეწყობა. "ჰიტ  ბათუმი" უკვე მეორე წელია ტარდება. შარშან, ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, წელს კი "ჰიტ ბათუმი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით პროექტ Check In  georgia-ს ნაწილი გახდა. ფესტივალის ფარგლებში, "ფოლკლორის დღეებს" საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოადგენს.




 

არქივი