geo_flag eng_flag rus_flag

„Check in Georgia“ -ს ფარგლებში დღეს სამ რეგიონში კონცერტები გაიმართება
- +

9 ივლისი. 2016. 11:56


 „Check in Georgia"-ს ფარგლებში დღეს სამ რეგიონში კონცერტები გაიმართება. 19:00 საათზე, ქალაქ გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში გაიმართება ნუცა ბუზალაძის, ქეთი ორჯონიკიძის, გიორგი სუხიტაშვილის, გიორგი ნადიბაიძის, მარიტა როხვაძისა და „KOKA & T. BLUES  MOB-ის კონცერტი. ასევე 19:00 საათზე, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ადგილობრივი მსმენელის წინაშე წარსდგებიან ჯგუფი „ფრანი" და რობი კუხიანიძე ბენდით. კიდევ ერთი რეგიონული კონცერტი 9 ივლისს, 19:00 საათზე რუსთავში გაიმართება, სადაც ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში რუსთაველი მსმენელის წინაშე ვაჟა მანია, ბოკა კვეკვესკირი, თიკა ჯამბურია, გვანცა ზაქარეიშვილი, „GOOFYLAND"  და რუსთავის ჯაზ-ბენდი წარსდგებიან.


აპრილში დაწყებული პროექტი  „Check in Georgia"  წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა ოთხი გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon  5" და ხოსე კარერასი.


 

არქივი