geo_flag eng_flag rus_flag

გამოფენა ,,მე ვხედავ თითებით“
- +

8 ივლისი. 2016. 13:23


მხატვარ ქეთევან მატაბელის ორგანიზებით და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართა  გამოფენა „მე ვხედავ თითებით" .

გამოფენაზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების, ასევე სხვადასხვა სასწავლო და შემოქმედებითი დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების სახვითი ხელოვნების ნაწარმოებებია წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობა „ვეფხისტყაოსნის" თემაზეა შექმნილი და შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება.

წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მხედველობა დაქვეითებული და უსინათლო ადამიანებისთვის შეიქმნა. ინსტალაციებში არსებული ფორმები და კონტექსტი მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების აღქმებისა და შეგრძნებების განსაკუთრებულობის გათვალისწინებით იკითხება.

გამოფენა ,,მე ვხედავ თითებით" 15 ივლისამდე გაგრძელდება და მისი თანაორგანიზატორები აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქ. თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების ეროვნული გალერეა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ხელოვნების სტუდიაა.


 

არქივი