geo_flag eng_flag rus_flag

არტ-გენი 2016 მალე თბილისში გადმოინაცვლებს
- +

8 ივლისი. 2016. 13:22


გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი "არტ-გენი 2016"-ის თბილისის ტური იწყება. 10 ივლისს თბილისის ტურს ანსამბლი "სუხიშვილები" გახსნიან. ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამცხე -ჯავახეთისა და სამეგრელოს ფოლკლორული ანსამბლები.


ორგანიზატირების თქმით, რვა დღის განმავლობაში, ყოველდღე, 12:00 საათიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები, რეგიონების წარმომადგენელთა ფოლკლორული კონცერტები, პანტომიმის თეატრის სპექტაკლი, "შავფაროსნების" ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა და დასკვნითი კონცერტები თანამედროვე მუსიკალური ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.



ფესტივალის მთავარი თემა წელს არის -"დავუბრუნდეთ სოფელს".

ფესტივალი პროექტ "Check In Georgia"-ს ფარგლებში იმართება.


 

არქივი