geo_flag eng_flag rus_flag

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ფილმის გადაღება დაიწყო
- +

6 ივლისი. 2016. 17:52


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი, მეოთხე ახალი პროექტი განხორციელდება - ინდური ისტორიული დრამის გადაღებები საქართველოში 6 ივლისიდან  დაიწყო.


პროგრამის „გადაიღე საქართველოში" მხარდაჭერით ინდური და ბერძნული საბრძოლო ხელოვნების ამსახველი კადრების გადაღებები დაგეგმილია საქართველოს მთიან რეგიონებში.  ინდური  ისტორიული დრამის  კადრებში მაღალმთიანი ლოკაციები მოხვდება. ახალ პროექტში  ჩართული იქნება 400-მდე მსახიობი.


აღსანიშნავია, რომ პროგრამას „გადაიღე საქართველოში" ამოქმედებიდან მცირე პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში შემოვიდა 4 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 1 ფილმზე, 2 ფილმზე მიმდინარეობს გადაღებები, ხოლო კიდევ 1 ფილმი მალე დაიწყება.


 

არქივი