geo_flag eng_flag rus_flag

გურჯაანელმა ქალბატონმა ზღაპრული ბაღი მოაწყო
- +

6 ივლისი. 2016. 14:02


ზღაპრული ბაღის გაშენების იდეა ქალბატონ იზა გაბიტაშვილს 7 წლის წინ გაუჩნდა. თითო-ოროლა ყვავილი დღეს უკვე ლამაზ ბაღნარად გადაიქცა.
- ბავშვობიდან ოცნებად მქონდა, ლამაზი ბაღი მქონოდა და ეს ოცნება ავიხდინე. ყველფერი ჩემი იდეით, სრულიად მარტომ განვახორციელე. ამ წლების განმავლობაში სულ რაღაცას ვცვლი, ვაახლებ. ბაღის გაშენება მარტივი არ არის. ზოგს ჰგონია, რომ ერთხელ გააკეთებ და მორჩა, მერე მთელი ცხოვრება ლამაზ ბაღს უყურებ. მას სისტემატიურად სჭირდება ხელის შევლება, სულ აქ დავფუსფუსებ, ვუვლი, ვასუფთავებ. ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
როგორც ქალბატონი იზა ამბობს, ბაღს ძალიან დიდ დროს უთმობს, მისი დილა იწყება ყვავილების მოვლით. მის ბაღში უკვე იმდენი სახეობის ყვავილია, რომ დათვლა შეუძლებლად მიაჩნია.  ჩვენ უკვე ვიცით ვის გადაეცემა ზღაპრული ბაღის ,,გასაღები", რადგანაც როდესაც ბებო ბაღში ყვავილებს დასტრიალებს, შვილიშვილი სულ თან დაყვება. 

  ქალბატონ იზას ბევრ ახალ ყვავილს და ფერად დღეებს ვუსურვებთ!


 

არქივი