geo_flag eng_flag rus_flag

ფერადი პიანინოები ბათუმის ქუჩებში
- +

6 ივლისი. 2016. 12:00



პირველად იყო ფერადი ნახატები ნაცრისფერ შენობებზე... შემდეგ, ფერადი ქოლგები... ამას მოჰყვა თოვლსდანატრებული ბათუმელების კრეატიული თოვლის კაცები...

დღეს კი ბათუმური კრეატივი პიკს აღწევს. ქალაქში პროექტი ,,ქუჩის პიანინო" დაიწყო. ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 პიანინო დაიდგა, რომელიც მხატვრებმა მოხატეს.

პიანინოზე დაკვრის უფლება ყველას ექნება, როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისე უცხოელ  სტუმრებს. ვისაც შეეძლება დაუკრავს, ვისაც არა, მოუსმენს და ისიამოვნებს. ეს არის ,,ჰიტ ბათუმი 2016" შემადგენელი პროექტი, რომელიც ,,Chek in Georgia"-ს ფარგლებში იმართება.


 

არქივი