geo_flag eng_flag rus_flag

სურამში ფესტივალი ,,არტ-გენი“ გაიმართა
- +

5 ივლისი. 2016. 12:46


ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, უკვე მეორედ, სურამში, ბაიანთხევის ტყე-პარკში ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალის „არტ-გენის" მასპინძელი იყო.


ფესტივალი თბილისსა და საქართველოს რეგიონებში როკ-მუსიკოს ზაზა კორინთელის ინიციატივით 2004 წლიდან იმართება და მისი მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები. იმართება კონცერტები.


წლევანდელ კონცერტზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების შემოქმედებითი კოლექტივები წარსდგნენ - „ფრანი", „მზე შინა", „რაეო", „ქართლი", „დიაოხი", „დაისი", „ციცინათელა", „თოლია", „ცხრამუხა",,გორი," ,,შავფაროსნები"და სხვ. ფესტივალის საპატიო სტუმარი იყო შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალოების შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე.


„არტ-გენის" ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გურასპაშვილს და გამგეობის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურს ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და შეკრებილ საზოგადოებას შეახსენეს, რომ ფესტივალის დასკვნითი ნაწილ - თბილისის ტური, ტრადიციულად, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 10-17 ივლისს გაიმართება.




 

არქივი