geo_flag eng_flag rus_flag

Gem-fest-ის გახსნამდე ცოტა დრო დარჩა!
- +

5 ივლისი. 2016. 11:56


Gem-fest-ის გახსნამდე 40 დღეზე ნაკლები დრო დარჩა, ღონისძიებაზე 40 000-ზე მეტი რეგისტრირებული სტუმარია.

პირველი ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ღონისძიებაზე დარეგისტრირებულთა რიცხვმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია.


GEM Fest 2016 (Georgian electronic music festival) 9-14 აგვისტოს ანაკლიაში გაიმართება და  ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის ამაღლებას, ინვესტიციების შემოდინებას, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას, ასევე მოსახლეობის დასაქმებასა და მათი შემოსავლების ზრდას.


„GEM FEST-ის სახელწოდების განმარტება ასეთია: ეს არის ძვირფასი ქვა, რომელიც მთის შეუმჩნეველ ქანში გამოერია და მთელი სიკაშკაშით დაგვანახა უძვირფასესი ბირთვი...GEM ფესტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია და ის უკვე იქცა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად. ფესტივალი პირველსავე წელს მსოფლიოს წამყვანი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და გასულ წელს ანაკლიას ერთი კვირის განმავლობაში 20  000-ზე მეტი სტუმარი ეწვია", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.


წინასწარი გაყიდვების მონაცემების მიხედვით, ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ წელს GEM-FEST-ის სტუმართა რაოდენობა გაორმაგდება.

 

 

მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი GEM FEST-ი პირველად 2015 წელს სამეგრელოში, ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში ჩატარდა.


"ის აერთიანებს ყველაფერს, რაც დღეს ყველაზე ბრწყინვალე, გამორჩეული და ღირებულია ახალგაზრდულ კულტურაში, საცეკვაო მუსიკასა და სცენურ ტექნოლოგიებში. სუპერ ნოვები და მსოფლიო ელექტრონული ესტრადის ახალგაზრდა კაშკაშა ვარსკვლავები, თანამედროვე ხელოვნების თვალსაჩინო აქტივისტები და სულისჩამდგმელები, ქორეოგრაფები, მხატვრები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, კინემატოგრაფისტები, დიჯეები, ვიდეომხატვრები და სპორტსმენებიც კი - ჩვენ გვაინტერესებს ყველა და ყველაფერი, რაც გარშემო მყოფთა აღტაცებას დაიმსახურებს", - აცხადებს ფესტივალის დამფუძნებელი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, GEM FEST-ს პროფესიონალი, ინტერნაციონალური გუნდი ქმნის, რომლის ანგარიშზეა ისეთი მასშტაბის ფესტივალები, როგორიცაა "რესპუბლიკა KAZANTIP", "EXIT"და ა.შ..


ფესტივალის 2016 წლის პროგრამა  შთამბეჭდავია. წელს ანაკლია-განმუხურში დაუკრავენ პაულ კალკბრენერი,  პაულ ვან დაკი, დაბ  FX-ი,  სტეფან ბოძინი და სხვა მსოფლიო დონის არტისტები.


ფესტივალი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ერთ-ერთი მიზანია, რომ ერთ საფესტივალო ლეიბლში შეკრიბოს მსოფლიო არტისტები და უნიკალური შესაძლებლობები მიეცეს ახალგაზრდა, დამწყებ შემოქმედებს.



 

წყარო : wyaro
არქივი