geo_flag eng_flag rus_flag

6 ივლისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში, თამარ მელიქიშვილის ნამუშევრების გამოფენა - „დღის ერთი მეოთხედი“, გაიხსნება
- +

5 ივლისი. 2016. 11:36



ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შესრულებული 70-მდე მცირე და დიდი ზომის ფერწერული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

„თამარ მელიქიშვილმა პროექტი დროს დაუკავშირა - მომენტს, როდესაც ის შორდება სინამდვილეს და ტილოზე სხვა, ახალი რეალობის შექმნას იწყებს. ავტორი თანამედროვეობასაც ეხმიანება და, ამასთანავე, არქაულია. ექპოზიციაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში დამთვალიერებელი იხილავს ადამიანთა სახეებს, რომელთაც აერთიანებთ ემოციები: ვნება, სევდა, გაუცხოება, იდუმალება და სხვა", - აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები. 

თამარ მელიქიშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. მუშაობდა ფილმების მხატვრად, იყო კინოჟურნალ „სარკმელის" დიზაინერი. გამართული აქვს რამდენიმე პერსონალური გამოფენა, ასევე მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში. 
გამოფენა „დღის ერთი მეოთხედი" 30 აგვისტომდე გაგრძელდება.

წყარო: ,,ინტერპრესნიუსი"


 

არქივი