geo_flag eng_flag rus_flag

ბექა გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- +

5 სექტემბერი. 2017. 23:14



საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე ჭაბუკთა ნაკრების წევრმა ბექა გურულმა 54 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


გადამწყვეტ შეხვედრაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მექსიკელი მიგელ უგალდე აგილარი წუთსა და 10 წამში ქულების აშკარა უპირატესობით, ანგარიშით 8:0 დაამარცხა და სუფთა გამარჯვება მოიპოვა.


გურული შეჯიბრში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ზედიზედ 3 შეხვედრაში იმარჯვა. მან ჯერ უზბეკი ნამოზ აბდულოევი ქულების აშკარა უპირატესობით, ანგარიშით 8:0 დაამარცხა, შემდეგ ინდოელ ვასანტ კოლეკარის 44 წამში 8 უპასუხო ქულა აუღო, ხოლო მეოთხედფინალში ამერიკელ რიდგე ტომას ლოვერს 0:7-დან შემოუტრიალა შეხვედრა და ანგარიშით 12:8 დაამარცხა.


რაც შეეხება ნახევარფინალს, აქ გურული რუს გერმან დოევთან დამარცხდა.


 

წყარო : wyaro
არქივი