geo_flag eng_flag rus_flag

ზვიად პატარიძემ რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
- +

6 აგვისტო. 2017. 23:25


ქართველმა მოჭიდავემ ზვიად პატარიძემ რუსი მეტოქე დაამარცხა.


120 კგ ზვიად პატარიძემ რუსი გიორგი გაჯინოვი 4 წუთში აშკარა უპირატესობით 9-0 დაჯაბნა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ყირგიზ რომან კიმს დაეჭიდება.


ქართველმა მძიმეწონოსანმა საფინალო გზაზე 4 მეტოქე დაამარცხა, იაპონელი იცუკი შოჯი 47 წამში ხოლო რუმინელი ისტვან ბერეი 17 წამში აშკარა უპირატესობით 8-0 გაანადგურა, მეოთხედფინალში ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი გიორგი გაჯინოვი 4 წუთში იოლად 9-0 დაჯაბნა.







 

არქივი