geo_flag eng_flag rus_flag

რიოს ოლიმპიადაზე მონაწილე გორელი სპორტსმენების მხარდასაჭერად ფანკლუბი „მოგვერდი“ შეიქმნა
- +

26 ივლისი. 2016. 22:06


რიოს ოლიმპიადის გორელი სპორტსმენების მხარდასაჭერად  გორში  ფანკლუბი ,,მოგვერდი" შეიქმნა, რომელიც ხვალ საგანგებო ფოტოსესიას გამართავს.


ფოტოსესია გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში 12:00 საათიდან 16:00 საათამდე გაიმართება, რა დროსაც ნებისმიერ მსურველს მიეცემა შესაძლებლობა ფოტოები გადაიღოს საგანგებოდ დამზადებულ მაისურებში და თანაქალაქელი სპორტსმენების მხარდაჭერა დააფიქსიროს.


ფოტოსესია ფანკლუბ ,,მოგვერდის" პირველი აქტივობაა. კლუბის ორგანიზატორები მთელი ოლიმპიადის მანძილზე არაერთი  საინტერესო ღონისძიების გამართვას გეგმავენ.


გორელ მოჭიდავეთა ფანკლუბის შექმნა  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის,  გორის ახალგაზრდულ მოძრაობა ,,დროასა" და გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, რეგიონების მასშტაბით უპრეცედენტოა და გორში პირველად ხორციელდება.


რიოს ოლიმპიადის მიმართ გორელების ინტერესი წელს განსაკუთრებით მაღალია, რადგან საქართველოს  ეროვნული ნაკრების გამარჯვებისთვის 39 სპორტსმენს შორის გორის საჭიდაო სკოლებში აღზრდილი 5 მოჭიდავე - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი იბრძოლებს.


ქართლის სპორტული ვებპორტალის ინფორმაციით,  აღნიშნული სპორტსმენები რიოს გამოკვეთილი ფავორიტები არიან და მათ ქართული სპორტის მესვეურები პირდაპირ მედალოსნებად განიხილავენ (http://qartlisport.ge).


 

არქივი