geo_flag eng_flag rus_flag

უეფამ ევრო 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
- +

11 ივლისი. 2016. 18:32



საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი, უეფას ვერსიით, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ უეფას პრესსამსახური იუწყება.


ექსპერტთა ჯგუფმა, სერ ალექს ფერგიუსონის, ალენ ჟირესის, დევიდ მოიესისა და სხვა ცნობილი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, უპირატესობა გრიზმანს მიანიჭა, რომელმაც ტურნირზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2  საგოლე გადაცემა შეასრულა.


10 ივლისს გამართულ ევრო 2016-ის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი დამატებით დროში ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ანტონიო ედერმა გაიტანა.


 

არქივი