geo_flag eng_flag rus_flag

ცხადაძე არველაძეს დაუპირისპირდება
- +

8 ივლისი. 2016. 18:33


 

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის, კახა ცხადაძის ამჟმინდელმა კლუბმა „ქაირათმა" ალბანური „ტეუტა" 5:0 გაანადგურა.

ცხადაძის შეგირდებს პირველი მატჩი მინიმალური სხვაობით (1:0) ჰქონდათ მოგებული და ორი მატჩის ჯამში, მეტოქეს 6:0 სძლიეს. ამ გამარჯვებით ალმათელები მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, სადაც თელ-ავივის „მაქაბის" შეხვდებიან, რომელსაც შოთა არველაძე თავკაცობს.

აღსანიშნავია, რომ „ტეუტასთან" გამარჯვებით, ცხადაძის „ქაირათმა" წაუგებელი სერია 14 მატჩამდე გაზარდა.



 

არქივი