geo_flag eng_flag rus_flag

ევროპა ლიგაზე ქართული კლუბები აღარ დარჩნენ
- +

8 ივლისი. 2016. 17:37


 

ევროპა ლიგის 2016/2017-წლების გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული კლუბი: „სამტრედია", გორის „დილა" და საჩხერის „ჩიხურა" ასპარეზობდნენ. პირველი მატჩების შემდეგ, „სამტრედიას" გასვლის შანსი მიზერული გახლდათ, გორელები და საჩხერლები კი კარგ სიტუაციაში იყვნენ, თუმცა მომდევნო ეტაპზე, ვერცერთი ქართული კლუბი ვერ ითამაშებს.

„სამტრედიას" საკმაოდ ძლიერი მეტოქე - აზერბაიჯანული „გაბალა" შეხვდა, რომელმაც პირველივე მატჩში დაასრულა საქმე და იმერლებს 5:1 სძლია. საპასუხო შეხვედრა 7 ივლისს, ზესტაფონში გაიმართა, სადაც მასპინძლებმა პრესტიჟის აღდგენა და გამარჯვების მოპოვება მართალია მატჩის მიწურულს, თუმცა მაინც შეძლეს - 2:1. დმიტრი ბეზოტოსნის კარში გოლები ბუდუ ზივზივაძემ (პენალტი) და ლაშა შერგელაშვილმა გაიტანეს. ორი მატჩის ჯამში „გაბალამ" 6:3 იმარჯვა და მეორე ეტაპზე გაიკვლია გზა.

საჩხერის „ჩიხურამ" მოლდოვურ „ზიმბრუს" 6 ივლისს უმასპინძლა. პირველ შეხვედრაში, სტუმრად, იმედლებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გასვლის საუკეთესო შანსი ჰქონდათ, თუმცა საკუთარ ქვეყანაში 3:2 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. მოლდაველთა კარში გოლები გიორგი ივანიშვილმა  და ლევან კაკუბავამ გაიტანეს, საპასუხოდ კი ემერსონის დუბლი და იონ იარდანის გოლი მიიღეს.

გორის „დილამ" პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე „შირაქთან" მინიმალური სხვაობით - 1:0 იმარჯვა, საპასუხო შეხვედრა კი სომხეთში, 7 ივლისს გაიმართა. 83-ე წუთამდე ყველაფერი ქართველთათვის სასარგებლოდ მიდიოდა, რა დროსაც ვაჰან ბიჩახჩიანმა შორეული გასროლით აიღო მიხეილ მუჯრიშვილის კარი. გორელთა კარის დარაჯმა შეცდომა დაუშვა, თუმცა სომეხის ბრწყინვალე დარტყმულს ეს ნამდვილად არ აკნინებს.

დამატებითმა დრომ გოლების გარეშე ჩაიარა და ფეხბურთელები 11-მეტრიანის ნუშნულთან მივიდნენ. ქართველთაგან პენალტის ზუსტად შესრულება მხოლოდ ლუკა რაზმაძემ შეძლო, სომხების ოთხივე დარტყმა კი შედეგიანი გამოდგა.


„შირაქისა" და „დილას" საპასუხო დაპირისპირების სრული ვიდეო-ჩანაწერი:

 

 

 

 

არქივი