geo_flag eng_flag rus_flag

„სამტრედია“ Vs „გაბალა“ - აღსადგენი პრესტიჟი
- +

7 ივლისი. 2016. 19:20



დღეს, 7 ივლისს, 19:00 საათზე, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა გაიმართება, რომელშიც „სამტრედია" აზერბაიჯანულ „გაბალას" უმასპინძლებს. შეხვედრას ბერძენ მსაჯთ ბრიგადა გეორგიოს კაზისის მეთაურობით უხელმძღვანელებს.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელთა გამარჯვებით - 5:1 დასრულდა. თუ გავითვალისწინებთ პირველ მატჩში ნაჩვენებ გუნდების სათამაშო დონეს, რთული წარმოსადგენია, რომ „სამტრედიამ" სასურველი ანგარიშით შეძლოს მეტოქის დამარცხება და მომავალ ეტაპზე გასვლა. იმის იმედიღა დაგვრჩენია, რომ პრესტიჟის აღსადგენად ვიბრძოლოთ და „გაბალას" კიდევ ერთი მოგებით არ გადავულოცოთ გზა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ.



 

არქივი