geo_flag eng_flag rus_flag

დიდიე დეშამი: გერმანია ტურნირზე ამ დრომდე საუკეთესოა
- +

7 ივლისი. 2016. 19:14



ევრო 2016-ის 1/2-ფინალში გერმანიის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი გააკეთა „ლე ბლეს" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გერმანიას საუცხოო დაცვის ხაზი ჰყავს.


„გერმანია მუდამ დომინირებდა მეტოქეებზე და ბურთს დამაჯერებლად აკონტროლებდა, მაგრამ მხოლოდ დაცვაზე ვერ ვიფიქრებთ და მათ შეცდომებს ვერ დაველოდებით. ჩვენი საკუთარი თვისებები უნდა გამოვავლინოთ. გერმანია მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია და ამ დრომდე, ტურნირზე ჩატარებულ 5 მატჩში ყველაზე უკეთ გამოიყურებოდა. მანუელ ნოიერისთვის გოლების გატანა მოგვიწევს. ეს უკანასკნელი ბრწყინვალე მეკარეა. მათ გოლები არ გაუშვიათ მაშინაც კი, როცა ბევრს უტევდნენ. „ბუნდესგუნდს" კარგი დაცვის ხაზი ჰყავს, რაც იტალიასთან თამაშისას გამოჩნდა. ბურთის ყოველი დაკარგვისას ისინი ცდილობდნენ მის დაბრუნებას, რამაც თამაშის კონტროლის საშუალება მისცა", - განაცხადა დეშამმა.


გერმანიისა და საფრანგეთის დაპირისპირება დღეს, 7 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.



 

არქივი