geo_flag eng_flag rus_flag

იოახიმ ლიოვი: საფრანგეთს დამანგრეველი შეტევის ხაზი ჰყავს
- +

7 ივლისი. 2016. 19:06



ევრო 2016-ის 1/2-ფინალში გერმანიის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი გააკეთა „ბუნდესგუნდის" თავკაცმა იოახიმ ლიოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფრანგებს დამანგრეველი შეტევის ხაზი ჰყავთ და ამას სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.


„საფრანგეთს ძალიან მოქნილი შეტევის ხაზი ჰყავს, რაც პრობლემებს არა მხოლოდ ჩვენს საჯარიმოსთან, არამედ მოედნის ცენტრშიც შეგვიქმნის, სადაც ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც პოგბა და მატუიდია. ფრანგების სამივე ფორვარდი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირებში არიან. მათი შეტევა ძალიან აგრესიულია. საფრანგეთი მასპინძელია და ეს ამჟამად მათი მთვარი პრივილეგიაა. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ერთიანმა კოლექტივმა. ფეხბურთელები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. დაცვაში კომპაქტურად თამაში გვმართებს. თუ მათ თავისუფალ არეალებს დავუტოვებთ, სერიოზულ პრობლემებს მივიღებთ", - განაცხადა ლიოვმა.


გერმანიისა და საფრანგეთის დაპირისპირება დღეს, 7 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.



 

არქივი