geo_flag eng_flag rus_flag

„შირაქი“ Vs „დილა“ - კარგი შანსი გასაღწევად
- +

7 ივლისი. 2016. 16:00


 

დღეს, 7 ივლისს, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში გორის „დილა" სომხურ „შირაქს" დაუპირისპირდება. შეხვედრას ლიტველ მსაჯთა ბრიგადა სერგიუს სლივას ხელმღძღვანელობით გაუძღვება.

გუნდებს შორის პირველი მატჩი გორში მასპინძელთ გამარჯვებით დასრულდა. 36-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობისას ქარქუზაშვილისგან ბურთი ფლანგზე დოლიძეს მიუვიდა, რომელმაც კარის გასწვრივ დაბალი გადაცემა გააკეთა, იქ კი ყველას ირაკლი მოდებაძემ დაასწრო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 1:0 დააფიქსირა.

ევროპა ლიგას უკვე დაემშვიდობა „ჩიხურა", „სამტრედიას" კი „გაბალასთან" 4-ბურთიანი სხვაობა აქვს გასასწორებელი, თანაც სასურველი ანგარიშით. ასე რომ, ერთადერთი ქართული კანდიდატი ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე სათამაშოდ სწორედ გორის „დილაა", რომლის შანსებსაც საფეხბურთო ექსპერტთა უმრავლესობა „შირაქთან" თანაბრად აფასებს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.


 

არქივი