geo_flag eng_flag rus_flag

დავით ხვადაგიანი: იმედია, ფინალიც „სვარკა“ არ იქნება
- +

7 ივლისი. 2016. 12:39



ევრო 2016-ის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. პორტუგალიის ნაკრებმა ნახევარფინალში უელსს 2:0 სძლია და ახლა საფრანგეთსა და გერმანიის ნაკრებებს შორის დაპირისპირებიდან გამარჯვებულს ელოდება.

პორტუგალიის ნაკრებს საფეხბურთო ექსპერტთა და გულშემატკივართა უმრავლესობა კიცხავს იმ პრაგმატული და არასანახაობრივი თამაშის გამო, რასაც მიმდინარე ტურნირზე უჩვენებს. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სპორტული ჟურნალისტი დავით ხვადაგიანიც.


„ევროპირველობამ იმედები გამიცრუა. ფეხბურთი სანახაობა აღარაა. ფეხბურთი გახდა პრაგმატულ-ტაქტიკურ-სტრატეგიული მშრალი გათვლა. აგერ პორტუგალიის ფინალისტობა გამოდგება მაგალითად. მეგონა, კიდევ ერთი ფრეთი გავიდოდნენ ფინალში (აბა სხვა რა უნდა მგონებოდა ?)... თუმცა, როგორც გავიდნენ, არც ეგაა პობლემა. არაა შთამბეჭდავი ფინალისტის თამაში და „შემეკითხეთ" თუ გინდათ...

სულ მქონდა კამათი იმ ადამიანებთან, რომლებიც მიმტკიცებდნენ, რომ დღევანდელ ფეხბურთში მთავარი შედეგია. არა ბატონებო, შედეგი რომ მაინტერესებდეს, „ფლეშსქორისა" და „ლაივსქორის" ფანი ვიქნებოდი. ან რა საინტერესოა მატჩი, რომელიც 0:0 მთავრდება (იშვიათი გამონაკლისების გარდა) და მეტოქეები ცენტრის იქით გადასვლას „მაზიანზეც" არ ცდილობენ ?

მე მარადონას, პლატინის, ყიფიანის, ზიდანის, ბაჯოს, ზიკოს, მესისა და მსგავსი „ვარსკვლავების" ფეხბურთი მიყვარს.

იმედი მაქვს, რომ აქეთა ნახევარფინალისტებს (საფრანგეთ-გერმანია) აუბამს მხარს პორტუგალია და ფინალი „სვარკა" არ იქნება ...", - წერს ხვადაგიანი.


შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალი 10 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.



 

არქივი