geo_flag eng_flag rus_flag

კანტონა ინგლისის ნაკრების მწვრთნელად! - რას პირდება „მეფე ერიკი“ გულშემატკივრებს
- +

6 ივლისი. 2016. 19:04


 

„მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა ერიკ კანტონამ რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტ სივრცეში მიმართვა გაავრცელა, სადაც გულშემატკივრებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას ინგლისის ნაკრების მთვარი მწვრთნელის პოსტზე. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც როი ჰოჯსონის თავკაცობით, ბრიტანელები სამარცხვინოდ გამოეთიშნენ ტურნირს ისლანდიასთან მარცხით.

მანჩესტერელთ საყვარელი ფრანგი პირობას დებს, რომ ინგლისის ნაკრების წვალებას მისი ხელმძღვანელობის შემთხვევაში ბოლო მოეღება.


„მე, ერიკ კანტონა, ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის შემთხვევაში, პირობას ვდებ, რომ არასდროს წავაგებ პატარა ყინულოვანი კუნძულის გუნდთან, სადაც მეკარე რეჟისორია, ხოლო მწვრთნელის თანაშემწე ყოფილი სტომატოლოგი.

ღმერთს შევთხოვ, რომ ინგლისელ მეკარეებს წყევლა მოუხსნას. ჰარი კეინს ვეტყვი, რომ არ შეასრულოს საჯარიმო დარტყმები და კუთხურები, მითუმეტეს, რომ მთვარეს უმიზნებს.

მზად ვარ, დროებით უარი ვთქვა ჩემს ოფიციალურ ტიტულზე - „მეფე ერიკი" და მოკრძალებული - „ბოსი ერიკი" მივიღო. მრჩევლად ავიყვან ალექს ფერგიუსონს, თანაშემწედ კი ჩემს ახლო მეგობარ პიტერ შმეიხელს", - განაცხადა მანჩესტერელთა ლეგენდამ.

კანტონას ვიდეო-მიმართვა 15 მილიონზე მეტმა ინტერნეტ-მომხმარებელმა იხილა. ფრანგის ინიციატივას მხარი 302 ათასმა მომხმარებელმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი მხოლოდ 288 წავიდა.



 

არქივი