geo_flag eng_flag rus_flag

„ჩახურული“ „ჩიხურა“
- +

6 ივლისი. 2016. 15:29



სპორტული ჟურნალისტი დავით ხვადაგიანი საჩხერის „ჩიხურასა" და მოლდოვური „ზიმბრუს" მატჩის შედეგს FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა, ვფიქრობთ, მისი მოსაზრებები დაგაინტერესებთ თქვენც და კარგი იქნება თუ ფეხბურთის ფედერაციაც ყურადღებით მოეკიდება ამ გამოხმაურებას, რადგან, კვამლისა და ცეცხლის ამბავი ხომ მოგეხსენებათ?!

მოდი და ნუ გაგიჩნდება ეჭვები !!! ... :)

     გუშინ, სანამ საჩხერეს „ჩიხურა" მოლდოვურ „ზიმბრუსთან" განმეორებით შეხვედრას გამართავდა, ძალიან გამაოცა მაღალმა კოეფიციენტებმა ქართულ ტოტალიზატორებში „ჩიხურას" შესაძლო დამარცხებაზე ... 5,5-დან იწყებოდა და 7-ზე მეტიც იყო ზოგან ... ჰოდა, ეგრევე „გამკრა გულში", ქართული კლუბების წინა წლებში გამოსვლების გამოცდილებიდან გამომდინარე, უეჭველი წააგებენთქო ... თან სტუმრად მოგებული ჰქონდათ საჩხერლებს 1:0, ეს მთლად „ხატავდა სიტუაციას" ... როგორც რუსები იტყვიან „პლავალი, ზნაემ" ... :)
„გონივრული ეჭვის" საფუძველზე გავიფიქრე და წარმოვიდგინე, თუ როგორ დარბიან „ჩიხურას" ფეხბურთელები ახლობელ-მეგობრებში თანხის საშოვნელად და „ნაკოლის" მისაცემად, რომ „უეჭველი 2-იანია და დადეთ მაყუთი, ოღონდ არ გააბაზროთ რა"-ო ... :)
    გარდა „მწარე ისტორიული გამოცდილებისა" ჩემი „გონივრული ეჭვი" მატჩის მიმდინარეობას და დაფიქსირებულ სტატისტიკასაც ეფუძნება ... :)ასე მაგალითად, გუნდს როგორც ვთქვი გასვლაზე 1:0 აქვს მოგებული და განმეორებითი მატჩის დებიუტში მე-13 წუთზე კიდევ უფრო ზრდის უპირატესობას ... „ცოცხალზე" ამბები მიდის „დედა შვილს არ აიყვანს ხელში" ... „ჩიხურას კოეფიციენტი" ყველა მიმართულებით საოცრად დაბლა ეცემა ... აქ შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ „თავი ქუდში მაქვსო", მაგრამ ... აქედან იწყება „დიდი ცირკი" ... დააკვირდით, ზედ შესვენების წინ (45+3 წუთზე) „ზიმბრუ" ანგარიშს ათანაბრებს ... არც ესაა კატასტროფა, მეტიც „ცოცხალზე" თითქოს თანაბრდება პოზიციები, მაგრამ იმერულ კლუბს, ისევ მეორე ტაიმის დასაწყისში (55-ე წუთზე) გააქვს მეორე გოლი და ახლა უკვე ყველა „დარწმუნებულია" (ვინც აზრზე არაა რა ხდება), რომ „ეგაა და გორის ციხეო", მაგრამ ... „ცოცხალი" კიდევ ერთხელ „ბობოქრობს" ... 5 წუთში მოლდოველები ათანაბრებენ ... მორიგი ცვლილებები „ცოცხალზე" და მატჩის მიწურული ... დააკვირდით, ისევე როგორც პირველ ტაიმში (კომპენსირებულ დროში), „ჩიხურა" მოულოდნელად უშვებს „მესამე გოლს" (90+3 წუთი), გეგონება ბარსელონას ეთამაშებოდნენ და მათ შეტევებს ვერ გაუძლეს და ... თქვენი (თუ ვისი რა ვიცი) მაღალი „კუშიც" გამოცხვა, ვინ აშენდა ? ეგ თავად განსაზღვრეთ ... ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი „გონივრული ეჭვია", რომელიც გამოვთქვი კიდეც მატჩის დაწყების წინ შინაურებში ... :)
P.S. მე არ დავდე თანხა, რადგან ქართულ გუნდებზე არ ვთამაშობ ... წესი მაქვს ასეთი ... თუ მაინცდამაინც მეტ ან ნაკლებ გოლს ვდებ ხოლმე ... :)


 

არქივი