geo_flag eng_flag rus_flag

რა გვემართება მსაჯის მიერ დამატებულ დროში?
- +

6 ივლისი. 2016. 13:57


ზესტაფონში, მატჩი დაგვიანებით დაიწყო,  კოკისპირულმა წვიმამ მოედნის საფარი თითქმის მთლიანად დატბორა. საჩეხერლებმა გოლი მატჩის დასაწყისშივე გაიტანეს, გოლი საბა ლობჟანიძის აქტიურობის შემდეგ  გიორგი ივანიშვილმა ჩაიწერა. ეტყობა ამან იქონია დიდი ზეგავლენა  მერე მომხდარზე. იმერლებმა გამარჯვების ნაადრევად ირწმუნეს და დაისაჯნენ კიდეც. მასპინძლებმა ორჯერ წაიყვანეს ანგარიში, სტუმრადაც მოგებული ჰქონდათ და ... საბოლოოდ მაინც გამოეთიშენ ევროთასის გათამაშებას.

პირველ ტაიმში, მსაჯის მიერ დამატებული მესამე კომპესირებული წუთი მიმდინარეობდა, როცა მცველები „გაშტერდნენ"  და ბრაზილიელმა ემერსონმა ახლო მანძილიდან „შემოგვილაწუნა". თითქოს ამას უნდა გამოეფხიზლებინა "ჩიხურა" და ნაწილობრივ ასეც იყო - მეორე ნახევარი ამ გუნდმა აქტიურად დაიწყო და 55-ე წუთზე ლევან კაკუბავამ მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა - 2:1. აი, აქ კი ისევ "ჩაეძინათ" საჩხერლებს და "ზიმბრუმ" 5 წუთში  კიდევ ერთხელ აღადგინა  წონასწორობა.

ამ ანგარიშზეც ფრუიძის გუნდი მომდევნო ეტაპზე გადიოდა, მაგრამ ისევ მსაჯის დამატებული მესამე წუთი, ისევ მორიგი „გაშტერება" და იმავე ემერსონის „შემოლაწუნება"იმის მაცნე გახლდათ, რომ მომდევნო ეტაპზე მოლდოვური გუნდი გავიდა... ახლა რომ ჩამოვთვალო რამდენი გოლი გაუშვიათ ქართულ კლუბებსა თუ ნაკრებს შეხვედრის ბოლო წუთებზე გული უნდა გაგიხეთქოთ თქვენც და უნდა გამისკდეს მეც, ამიტომ უბრალოდ ვიკითხავ- რა გვემართება მსაჯის მიერ დამატებულ დროში?

 როგორ ფიქრობთ ვინმე გამცემს პასუხს?

 


ზესტაფონი, "დავით აბაშიძე"

"ჩიხურა" (4-4-1-1): ჰამზიჩი; რეხვიაშვილი, კაკუბავა, კაშია; გრიგალაშვილი, ივანიშვილი, დობროლოვსკი, კორიფაძე, ჩიკვაიძე; ლობჟანიძე (დეკანოიძე 78), ტატანაშვილი (მუმლაძე 90)

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

"ზიმბრუ" (4-4-1-1): რუსუ; იარდანი, ლუანი, ემერსონი, იზალდო; ფორტესი (ბურგიუ 88), კულიბალი (ლიმა 39), ერიკი (ზაგაევსკი 80), სპანტარუ; ალექს ბრუნო, დამასკანი

მწვრთნელი: ფლავიუს სტოიკანი

გოლები: 1:0 ივანიშვილი (13), 1:1 ემერსონი (45+3), 2:1 კაკუბავა (55), 2:2 იარდანი (61), 2:3 ემერსონი (90+3)

გაფრთხილება: კაკუბავა (14), ლექვთაძე (81), ტატანაშვილი (89), დობროლოვსკი (90) - ალექს ბრუნო (13), ემერსონი (17), ლუანი (26), იალო (90)



 

არქივი