geo_flag eng_flag rus_flag

„ლესტერმა“ შეტევა გააძლიერა
- +

5 ივლისი. 2016. 19:00


 

მომავალი სეზონიდან, „ცსკა"-ს აფრიკელი ფორვარდი აჰმედ მუსა პრემიერ ლიგის 2015/2016 წლების გამარჯვებული გუნდის - „ლესტერის" ღირსებას დაიცავს.

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მუსა ინგლისში ხვალ ჩაფრინდება და „მელიებთან" კონტრაქტს ხელს ოთხშაბათს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მოაწერს. პრემიერ ლიგის ტრიუმფატორები აფრიკელის სანაცვლოდ 16,6 მლნ ფუნტს გადაიხდიან, რაც ლესტერშირული კლუბისთვის რეკორდული თანაა.

23 წლის აჰმედ მუსა „არმიელთა" რიგებში 2012 წლიდან ირიცხება, მისი მაისურით ამ დროის განმავლობაში 125 მატჩი ჩაატარა (42 გოლი). ნიგერიის ეროვნულ ნაკრებში მუსას, მცირე ასაკის მიუხედავად, უკვე 58 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც მეტოქეთა კარი 11-ჯერ დალაშქრა.





 

არქივი