geo_flag eng_flag rus_flag

არსენ ვენგერმა „ზესტაფონის“ სადღეგრძელო დალია
- +

5 ივლისი. 2016. 18:07



საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" Facebook-გვერდზე საკმაოდ საინტერესო ფოტო გამოქვეყნდა: სუფრასთან გვერდიგვერდ იმერული კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია და ლონდონის „არსენალის" მენეჯერი არსენ ვენგერი სხედან.

ფოტო, სავარაუდოდ, საფრანგეთშია გადაღებული და ორიდან ერთ-ერთ ფოტოზე ფრანგ სპეციალისტს ხელში ღვინით სავსე ბოკალი უჭირავს და სადღეგრძელოს ამბობს. ფოტო კი შემდეგნაირადაა დასათაურებული: „ზესტაფონის" სადღეგრძელო!


 

არქივი