geo_flag eng_flag rus_flag

„ჩიხურა“ „ზიმბრუს“ დღეს უმასპინძლებს
- +

5 ივლისი. 2016. 17:11


 

დღეს, 5 ივლისს, „უეფა"-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩების ნაწილი გაიმართება. საჩხერის „ჩიხურა" მოლდოვეთის „ზიმბრუს" უმასპინძლებს, რომელთან გასვლით შეხვედრაშიც, მინიმალური სხვაობით მოიპოვა გამარჯვება - 1:0. საპასუხო დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

დარჩენილი ორი მატჩი 7 ივლისს გაიმართება, რომლებშიც „სამტრედია" აზერბაიჯანულ „გაბალას" უმასპინძლებს (პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელთა გამარჯვებით - 5:1 დასრულდა), გორის „დილა" კი, თბილისის დროით 17:00 საათზე, ქალაქ გიუმრიში, „შირაქს" შეერკინება (პირველი შეხვედრა გორელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა).

„სამტრედიას" მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები მიზერულია, გორელებს სომხეთში რთული მატჩი ელით, „ჩიხურას" კი სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში აღარ უნდა გაუჭირდეს მოლდოვური კლუბის ბარიერის გადალახვა.


 

არქივი