geo_flag eng_flag rus_flag

„რუბინი“ კვირკველიას სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს!
- +

5 ივლისი. 2016. 14:35


საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ცენტრალურ მცველს სოლომონ კვირკველიას ყაზანის "რუბინიდან" სავარაუდო ტრანსფერზე გასულ წელსაც საუბრობდნენ, თუმცა მაშინ ფეხბურთელი გუნდში დარჩა, ახლა უკვე რუსული საინფორმაციო საშუალებები ალაპარაკდნენ და ეყრდნობიან ფეხბურთელის აგენტის, წარსულში ცნობილ ფეხბურთელ რევაზ ჩელებაძის სიტყვებს:

"ამ დროისთვის კონკრეტული წინადადება არ გვაქვს, თუმცა სოლომონს "რუბინიდან" წასვლა და უკეთეს გუნდში თამაში სურს. თუკი რუსეთიდან იქნება შემოთავაზება, მხოლოდ "ზენიტს" და "სპარტაკს" განვიხილავთ, ისე კი პრიორიტეტი იტალიური და გერმანული კლუბებია. პრობლემას ქმნის ისიც, რომ "რუბინი" კვირკველიას ტრანსფერის სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს - 10 მილიონ ევროს. შესაძლოა ამის გამოც იკავებენ თავს კლუბები" - ამბობს ჩელებაძე.

სოლომონ კვირკველიამ გასულ სეზონში რუსულ პრემიერლიგაში 29 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის არაერთხელ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.



 

არქივი