geo_flag eng_flag rus_flag

ზაზა ფაჩულია „მეომარია“
- +

5 ივლისი. 2016. 11:24


     საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" გადავიდა, აღნიშნულ ინფორმაციას Yahoo ავრცელებს. ზაზამ მეომრებთან  ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც ქართველი კალათბურთელი 2.9 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცოტაა (NBA-ს შესაძლებლობებს ვგულისხმობ), მაგრამ, სავარაუდოდ, მთავარი როლი ითამაშა საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების პერსპექტივამ. კევინ დურანტის დამატებით კი ეს ძალიან რეალურია.

"გოდლენ სტეიტმა" გუნდის მთავარი ცენტრი ენდრიუ ბოგუტი "დალასში" გაუშვა, რაც დიდი ალბათობით, იმას ნიშნავს, რომ ზაზა ძირითად ცენტრად აიყვანეს.

განვლილ სეზონში ფაჩულია საშუალოდ ერთ შეხვედრაში 8.6 ქულას, 9.4 მოხსნას და 1.7 პასს აკეთებდა.



 

არქივი