geo_flag eng_flag rus_flag

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა
- +

4 ივლისი. 2016. 16:12



საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ინფორმაცია დაადასტურეს ოლიმპიურ კომიტეტში. ეს საქართველოს ოლიმპიური გუნდისთვის რიგით 38-ე ოლიმპიური ლიცენზიაა.


ბასილაშვილი რიოში გამორიცხვის მეთოდით მოხვდა, ანუ ზოგიერთი ქვეყნის ჩოგბურთელმა ოლიმპიადაზე გამგზავრებაზე უარი თქვა, რამაც ქართველ ჩოგბურთელს ბრაზილიაში გამოსვლის შესაძლებლობა მისცა. ცხადია, ეს ფაქტი ბასილაშვილის წარმატებას არ აკნინებს, რადგან ქართველი სალიცენზიო ზონასთან სიახლოვეს ყოფნას ახერხებდა და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწია.


დამოუკიდებლობის შემდეგ ბასილაშვილი იქნება პირველი ვაჟი ჩოგბურთელი, ვინც საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე გამოვა. ამის შანსი ჰქონდა 1996 წელს ირაკლი ლაბაძეს, მაგრამ მას ატლანტაში აღარ უთამაშია.


შეგახსენებთ, XXXI ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართება.


 

არქივი