geo_flag eng_flag rus_flag

ფრანგებმა პატარა ისლანდია დაჩაგრეს
- +

4 ივლისი. 2016. 13:08


გუშინ საფრანგეთში მიმდინარე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართა, მასპინძელმა საფრანგეთის ნაკრებმა, დაასრულა ლამაზი ზღაპარი სახელად ისლანდია,  ამრიგად,  გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას ტიტულისთვის.

ესენია:პორტუგალიის, უელსის, გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები. ნახევარფინალები  გაიმართება ლიონსა და მარსელში. 6 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე ერთმანეთს უელსისა და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდებიან, 7 ივლისს კი, ამავე დროს, ფინალისტის ვინაობას ერთმანეთში საფრანგეთის და გერმანიის ნაკრებები გაარკვევენ.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალი 10 ივლისს გაიმართება.


 

არქივი