geo_flag eng_flag rus_flag

ნოლიტო მანჩესტერ-სიტის სრულუფლებიანი წევრია.
- +

1 ივლისი. 2016. 16:50



      ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ნოლიტო  ინგლისურ "მანჩესტერ სიტში" გადავიდა. ეს ფაქტი, "ქალაქელთა" ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. 29 წლის ფორვარდმა  4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და  პეპ გვარდიოლას გუნდში მისვლის მერე, მეორე შენაძენია გერმანელი ილქაი გიუნდოგანის შემდეგ.

    „-გვარდიოლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ფეხბურთს ის ძალიან კარგად იცნობს და წინსვლასა და განვითარებაში დამეხმარება" - განაცხადა წარდგენისას ესპანელმა შემტევმა. ნოლიტო თავის დროზე "ბარსელონას" მეორე გუნდში თამაშობდა და გვარდიოლა მას სწორედ იქედან იცნობს. ისე კი, განსაკუთრებული კარიერა არ ჰქონია - ბოლო სამი სეზონი ვიგოს "სელტაში" გაატარა და ლა ლიგაში ჩატარებულ 83 მატჩში 39 გოლის გატანა შეძლო. საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, ისევე როგორც მთელ გუნდს, თუმცა გოლის გატანა მოახერხა და ეტყობა გვარდიოლასაც თავი მოაწონა.



 

არქივი