geo_flag eng_flag rus_flag

შოთა არველაძე „მაკაბის“ მთავარი მწვრთნელი გახდა
- +

19 ივნისი. 2016. 02:53



შოთა არველაძე თელ-ავივის მაკაბის მთავარი მწვრთნელი გახდა. ისრაელის ვიცე-ჩემპიონსა და შოთას შორის კონტრაქტი რამდენიმე წუთის წინ გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად იგი მაკაბიში მომავალი 2 წლის მანძილზე იმუშავებს.


მაკაბი ისრაელის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბია. თელ-ავივის გუნდი ისტორიის მანძილზე 21-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, 23-ჯერ კი თასის მფლობელი. უკანასკნელ სეზონში მაკაბიმ ისრაელის ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა.


შოთას ახალი გუნდი მოსამზადებელ ეტაპს ავსტრიაში გაივლის, მზადება 17 ივნისს დაიწყება. მაკაბი უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს და გათამაშებაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.


 

 

 

არქივი