geo_flag eng_flag rus_flag

ევრო 2016-ის წინ ინგლისელებმა პოლიციასთან იჩხუბეს
- +

10 ივნისი. 2016. 16:48


 

ევრო 2016-ის დაწყებამდე რამდენიმე საათიღა რჩება და საფრანგეთში დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობს. 10 ივნისს, მარსელში ინგლისის გულშემატკივარებსა და ადგილობრივ პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

დაახლოებით 200 ინგლისელი ქალაქის ერთ-ერთ სანაპიროზე მდებარე ირლანდიურ პაბში ალკოჰოლს სვამდა. მათ სანაპიროს დიდი ნაწილი დაიკავეს. რაღაც მომენტში, ბრიტანელთა ზეიმი პოლიციის მისამართით სხვადასხვა ნივთების სროლაში გადაიზარდა. ფანებმა სამართალდამცველები აიძულეს ტერიტორია დაეტოვებინათ, თუმცა ამას საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა და პოლიციამ გულშემატკივართა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ზუსტი ინფორმაცია დაზარალებულთა შესახებ უცნობია, თუმცა თვითმხილველებმა რამდენიმე თავგატეხილი ინგლისელი შეამჩნიეს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016 სტარტს დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს. გახსნით მატჩში ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთი და რუმინეთი დაუპირისპირდებიან.


 

 

 

არქივი