geo_flag eng_flag rus_flag

უნაი ემერიმ შეთავაზება გრანდისგან მიიღო
- +

10 ივნისი. 2016. 16:45


 

დიდი ალბათობით, ზაფხულში ესპანელი სპეციალისტი უნაი ემერი  სამშობლოს დატოვებს. გავრცელებული ხმებით, „სევილიას" ამჟამინდელი თავკაცი საფრანგეთის ლიგა 1-ში გადაბარგდება.

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, ევროპა ლიგის გამარჯვებული პარიზულ გრანდს - „პარი სენ-ჟერმენს" ჩაიბარებს, რომელიც უკვე დიდი ხანია მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლორან ბლანის გაშვებას ფიქრობს.

ემერის ესპანურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და ვარაუდობენ, რომ პარიზელები „სევილიას" კომპენსაციის სახით 2 მილიონ ევროს გადაუხდიან.

„სევილიას" კარის დარაჯი დავიდ სორია კლუბის ოფიციალურ არხზე ემერის უკვე დაემშვიდობა.



 

არქივი