geo_flag eng_flag rus_flag

ქეცბაია ლორიას შეუთანხმდა, ოჩოასთან და ჩიგრინსკისთან კი მოლაპარაკებებს აწარმოებს
- +

9 ივნისი. 2016. 18:20


საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი გიორგი ლორია „აეკ"-ის ღირსებას დაიცავს. ამისშესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. მათი თქმით, თემურ ქეცბაიამ „კრიალია სოვეტოვის" ქართველ მეკარესთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.


გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქეცბაია „მალაგას" მექსიკელი მეკარით, გილიერმო ოჩოათი და „ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელით, დმიტრი ჩიგრინსკითაა დაინტერესებული. ოჩოამ სახელი უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატით გაითქვა, თუმცა მუნდიალზე ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ, არცთუ დამაჯერებლად ასპარეზობს. რაც შეეხება 29 წლის უკრაინელს, იგი ბოლო დროს „დნიპროსთვის" ირჯებოდა, თუმცა კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და ახლა თავისუფალი აგენტია.


მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული მედია ლორიას, ოჩოასა და ჩიგრინსკის შესახებ ბევრს ლაპარაკობს, თავად „აეკ"-ი აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.


 

არქივი