geo_flag eng_flag rus_flag

შარაპოვამ 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
- +

9 ივნისი. 2016. 16:19


ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მარია შარაპოვა დოპინგის მიღების გამო 2 წლით დისკვალიფიცირებულია. სასჯელი ძალაში 26 იანვრიდან შევა და 2018 წლის 26 იანვრამდე გაგრძელდება.


შეგახსენებთ, რომ რუსმა ჩოგბურთელმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ 10 წლის განმავლობაში იღებდა პრეპარატ მელდონიუმს, რომელიც მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ აკრძალული პრეპარატების სიაში შეიტანა. შარაპოვას მიერ ჩაბარებულმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის დროს აჩვენა. რუს სპორტსმენს ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრება 22 დღის ვადაში შეუძლია. მარიამ უკვე აღნიშნა „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე, რომ ამას აუცილებლად გააკეთებს.



 

არქივი