geo_flag eng_flag rus_flag

ნუკრი რევიშვილს სახეში ფირფიტა ჩაუდგეს
- +

9 ივნისი. 2016. 15:14


საქართველოს ნაკრებმა „ხეტაფეს" სტადიონზე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებზე გამარჯვებით ევროპული შეკრება დაასრულა. „ჯვაროსნებმა" ყველასათვის მოულოდნელად ევროპის მოქმედ ჩემპიონს სძლიეს (1:0), თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო, საკმაოდ უხეში გამოდგა. 55-ე წუთზე, ქართველთა კარის დარაჯი ნუკრი რევიშვილი შესაცვლელი შეიქნა მას შემდეგ, რაც კარიდან გამოსული სერხიო ბუსკეტსს შეეჯახა.


ამ ეპიზოდში ესპანელმა თავის არეში მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა შეხვედრის გაგრძელება მოახერხა, ნუკრი რევიშვილმა კი ტვინის შერყევა მიიღომ ყბა გაუტყდა და მოგვიანებით მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთდა. ქართველ მეკარეს სახეში ფირფიტა ჩაუდგეს, რეაბილიტაციის გავლა კი გერმანიაში მოუწევს.


 

არქივი