geo_flag eng_flag rus_flag

საქართველოს ქალთა ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
- +

8 ივნისი. 2016. 15:56


7 ივნისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო-2017-ის შესარჩევ მატჩში იტალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დამანგრეველი ანგარიშით - 0:7 განადგურდა.


საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევრო-2017-ის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას 15 სექტემბერს, შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.


საქართველო - იტალია    0-7

 

საქართველო: ნადირაშვილი, ჩხარტიშვილი, კოჭლამაზაშვილი (პასიკაშვილი 46'), თოდაძე, ბაქრაძე (დანელია 81'), ჭყონია, გაბელია, ტატუაშვილი, სხირტლაძე (ზაქაიძე 70'), სუთიძე;


მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

 

იტალია: სკროფენეგერი, ბარტოლი, ბონანსეა, სტრაკი, გამა (დი კრიშიო 65'), გუაგნი, საბატინო (ჯირელი 46'), მაურო, ლინარი, მანიერი, პარიზი (როსუჩი 54');

 

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კაბრინი


მსაჯები: ფლორენს გილმანი (საფრანგეთი), ელოდი კოპოლა, (საფრანგეთი), ჯენიფერი მაუბაკი (საფრანგეთი), ხათუნა მაისურაძე (საქართველო) (სათადარიგო);


გაფრთხილება: ნადირაშვილი 79'


გოლები: მანიერი (7'), ბონანსეა (21'), საბატინო (41'), ბონანსეა (59'), მაურო (75'), ჯირელი (პენ) (79'), ჯირელი (90').




 

არქივი